პროექტი

      ადამიანის დანიშნულება -„არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს’’
    მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ ადამიანის დანიშნულებას წუთისოფელში-პარალელებს გაავლებენ ილიასა და ვაჟას შემოქმედებასთან...
  დღესდღეობით ბევრმა ადამიანმა დაივიწყა საკუთარი მოვალეობა ღვთისა და ადამიანების წინაშე ,ზოგი კი უფუნქციოდ დარჩა.
პროექტის მიზანი: ადამიანმა იპოვოს თავისი ადგილი და მიზანი ცხოვრებაში.
                                 მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდებათ  მსჯელობის, კამათის,
 დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
ვადა: 1-ლი სემესტრი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან ქართველი რომანტიკოსების ცხოვრებასა და შემოქმედებას ,პარალელებს გაავლებენ ილიას ეპოქასთან, გამიჯნავენ რომანტიზმსა და რეალიზმს ,პესიმიზმსა და  ოპტიმიზმს ,ყურადღებას გაამახვილებენ კოლონიურ რეჟიმზე...
შევქმნით კედლის გაზეთებს, ბუკლეტებს, სლაიდებს...
რესურსები: მე-10 კლასის სახელმძღვანელო ,დამატებითი ლიტერატურა:  ა .ბაქრაძე, ს. ჟღენტი ,ლ .დათაშვილი...ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
1. პროექტის თემისა და მიზნის გაცნობა კლასისთვის.( 1 დღე )   
2.პროექტის დაგეგმვა ;ფუნქციების  განაწილება ,საჭირო  ლიტერატურისა და საიტის მითითება.(1 დღე )
3.მოძიებული მასალის შესწავლა და დამუშავება.(2 თვე )
4.კედლის გაზეთების მომზადება, სლაიდების დათვალიერება. (1 თვე )
ინტეგრირება ისტორიასთან (საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთთან შეერთების შემდეგ , დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული სევდის მოტივი ,კულტურული ცხოვრების დაქვეითება ).
5.შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთან, კონსულტაცია (1 დღე )
  შეფასების რუბრიკა:
1.შეფასდება მოძიებული მასალის სანდოობა; პრეზენტაცია; დამოუკიდებელი მსჯელობა,  სლაიდშოუ;  კედლის გაზეთები.

·         ართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

ქართXI.2.მოსწავლეს შეუძლია გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ.           XI 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,თემებისა და იდეების  პრობლემატიკის თვალსაზრისით.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
       შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიმები
 9-10 ქულა
 8-7 ქულა
5-6 ქულა
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს .აქვს მდიდარი ლექსიკა ,შემოქმედებითად იყენებს ენობრივ - გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტველებს, იყენებს მართებულად სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოცემს ნათლად ლოგიკურად. საკითხს აშუქებს ამომწურავად.
სათქმელს გადმოცემს ნათლად და ლოგიკურად ,საკითხს აშუქებს თანმინდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
კონტაქტი აუდიტორიასთან, თვალსაჩინოების გამოყენება, კითხვებზე ამომწურავად პასუხის გაცემა

წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად .იყენებს თვალსაჩინოებას.
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
მეტ- ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.

პროექტის ხელმძღვანელი : იზა  ურთქმელიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий