გაკვეთილის
გეგმის ფორმა/სქემა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
კ.ნადირაძის
ლექსი „1921 წ. 25 თებერვალი ‘’
|
||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური
|
მე-9
|
||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა
პროფილი
|
30
|
||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ლექსის შესწავლა დაეხმარება
მოსწავლეებს გაიაზრონ თბილისში შექმნილი ვითარება 1921 წლის 25 თებერვალს. როგორ
მოხდა საქართველოს ოკუპაცია.მოსწავლეები გამოავლენენ კვლევისა და ანალიზის უნარს,პარალელებს
გაავლებენ ისტორიის გაკვეთილზე შესწავლილ ცოდნასთან.გაიხსენებენ ქართველ იუნკერებს,გ.მაზნიაშვილს
.პარალელებს გაავლებენ კრწანისის ომთან,300 არაგველთან,რადგან მაშინაც საქართველოს
ბედი წყდებოდა.რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რუსეთის გეგმები ერთი იყო.
|
||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები გაიაზრებენ,თუ როგორ მოხდა საქართველოს
ოკუპაცია.გამოყოფენ ქართველმოღალატეებს,ისაუბრებენ ქართველთა გმირობაზე,იუნკერებზე,მარო
მაყაშვილზე და სხვ.დააკვირდებიან მხატვრულ ხერხებს.ისაუბრებენ ფრაზეოლოგიზმებზე,ალუზიაზე
და სხვ. ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა
თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული
აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·
იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
·
მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან,
სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების
მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად
გადაჭრა რთულია;
·
აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული
თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
·
აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ.,
„თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“);
განიხილავს ზეპირ ტექსტში
პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული
ან ლიტერატურული გამოცდილებისქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად
გადაჭრა რთულია;
·
აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული
თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
·
აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ.,
„თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“);
განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ
ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების
|
||||||||||||||||||||||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან 1921 წლის
საქართველოს ოკუპაციის საკითხები,შეუძლიათ მხატვრული ხერხების ამოცნობა,ლექსის
ანალიზი.
|
||||||||||||||||||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ინდივიდიალურად გამოვკითხავ ნაწილს,ნაწილი გააკეთებს პრეზენტაციას,ნაწილი
ისაუბრებს მხატვრულ ხერხებზე.წავაკითხებ ესეს თავისუფლებაზე.
ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.
დისკუსია
|
||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
ვიყენებ ქართული ენისა და ლიტერატურის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს,ინტერნეტს(მოძიებულ
ინფორმაციას,ვიდეომასალას მე-11 არმიის შემოსვლაზე,ფოტომასალას მარო მაყაშვილი,იუნკერები,გიორგი
მაზნიაშვილი,საქართველოს პირველი კონსტიტუცია,პირველი ეროვნული მთავრობა და სხვ.დამჭირდება
1კომპიუტერი ,1 პროექტორი.
|
||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
კითხვა-პასუხი,ტექსტზე მუშაობა,(5 წუთი,15 წუთი,)პრეზენტაცია(10 წუთი)განმტკიცება(5)შეფასება(5
წუთი).ჯგუფებში ვიმუშავებ,აქტიურ მოსწავლეებს ინდივიდუალურად შევაფასებ.(5)
აქტივობა 1.გონებრივი
იერიში.(5 წუთი)
მოსწავლეებს
ვკითხავ,თუ რა იციან საქართველოს ოკუპაციაზე (1921წ.25 თებერვალი ).რა ინფორმაცია
აქვთ ნოე ჟორდანიას ხელისუფლებაზე,იუნკერებზე,გიორგი მაზნიაშვილზე,მოღალატე ქართველებზე
...
აქტივობა
2.ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში.(15 წთ.)
ტექსტს ვაკითხებ ხმამაღლა,მოსწავლეები აანალიზებენ თითოეულ ტაეპს.ვხსნით,თუ
რას ნიშნავს „თოვდა და თბილისს ებურა თალხი’’,’’დუმდა სიონი და დუმდა ხალხი’’...მოსწავლეები
ისაუბრებენ სიმბოლოებზე: თალხი,გოლგოთა,წამების ჯვარი,ღალატი,ისევ გაგყიდეს...დუმილი...შემდეგ
ვსაუბრობთ ალუზიებზე:კრწანისის ველი,300 გმირი.ყურადღებას გავამახვილებ რეფრენზე
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი.’’სიკვდილი ცელით -სიმბოლო.
აქტივობა
3.ჯგუფები ისაუბრებენ მხატვრულ ხერხებზე(10 წთ.)
აქტივობა
4.სლაიდშოუ 1921 წლის 25 თებერვლის,ქართველი იუნკერების,მარო მაყაშვილის,’’თეთრ ცენზე
ნჯდომი’’ მოღალატისა და სხვათა სურათები.. ვოდეო მასალა-ლექსს კითხულობენ ქართველი
მსახიობ
ები.(5 წთ.)
აქტივობა
5.შეფასება-ვაფასებ აქტიურობას,პრეზენტაციას,კრეატიულობას.(5წთ.)
აქტივობა
6.საშინაო დავალების მიცემა :ა)ზეპირი-ლექსი ზეპირად.
ბ)წერითი-ესე-„თავისუფლება ისე არ მოდის...’’(5 წთ.)
|
Комментариев нет:
Отправить комментарий